მეღვინეობა თევზაძე | ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

welcome

ოყურეში

ოყურეში — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის მხარე, ცაგერის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი მდებარეობს ხვამლის მასივის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 500 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. ოყურეში ერთ-ერთია იმ რამდენიმე სოფლიდან, სადაც მოდის ვაზის ჯიში უსახელოური. ჩვენი  ვენახიც სწორედ აქ მდებარეობს.

უსახელოური, ვაზი, რომელიც დიდი სიყვარულით გავაშენეთ, მიეკუთვნება წითელყურძნიანი ვაზის ჯიშს. აქვს ორსქესიანი ყვავილი, მცირედ შებუსული ფოთლები, საშუალო ზომის ცილინდრულ-კონუსური მტევანი. მომრგვალო ფორმისა და საშუალო სიმსხოს მარცვლები. სრულ სიმწიფეში მარცვალი მუქი წითელია, რბილობი წვნიანი და ტკბილია. მასში შეგიძლიათ შეიგრძნოთ სხვადასხვა კენკრისებრთა ოჯახის ხილის არომატი. იგი მწიფდება ოქტომბრის ბოლო რიცხვებში და მისგან მზადდება მაღალი ღირსების ნახევრად ტკბილი და სუფრის ღვინო.

ჩვენი ვენახი მდებარეობს სოფელ ოყურეშის ტერიტორიაზე, რომელსაც ადგილობრივები მოიხსენებენ როგორც „სამანდარიო“. ეს ადგილი ცნობილია, როგორც უხვ- მოსავლიანი სამხრეთ ფერდობი, სადაც მზის ნაკადი არ წყდება მთელი დღის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვანია ვაზისთვის. ამ ტერიტორიაზე, მთლიანი უსახელოურის მოსავლის, 40% მოდის.  

ჩვენი ვენახები, გადანაწილებულია ზღვის დონიდან 3 სხვადასხვა სიმაღლეზე, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს ღვინის ხარისხზე. დაწურვის შემდგომ ჩვენ ვიღებთ დაბალანსებულ გემოს.

ვენახის ასაკია 9 წელი. როგორც ცნობილია, უსახელოური ნაყოფს იძლევა მე-5, მე-6 წლიდან. აქედან გამომდინარე, მეღვინეობამ მე-4 მოსავალი მიიღო და აღსანიშნავია მოსავლის ყოველწლიური ზრდა.

ვაზის მოვლას დადგენილი სტანდარტების მიხედვით ვახდენთ – გამოცდილი აგრონომის მეთვალყურეობის ქვეშ. დაცულია თითოეული პროცესის შესრულების ხარისხი:

  • გასხვლა,
  • ახვევა;
  • შეწამვლა ჰექტრული წესით (7-10 ჯერ სეზონზე, კლიმატური პირობების შესაბამისად);
  • შეწამვლა შაბიამნით და კირით; (ძირითადი წამლობა)

ვაზის მოვლისთვის ჩვენ ვიყენებთ კომპანიების Bayer –ის და Syngeta – ს პრეპარატებს.

მოსავლის აღების შემდეგ, მისი დაჭყლეტა ხდება იტალიური წარმოების კლერტსაცლელით ხოლო დადუღება – უჟანგავ რეზერვუარში. ბადაგის დუღილი მიმდინარეობს შესაბამისი ტემპერატურული ნორმით,  მეღვინის ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ და სისტემატიურად უტარდება ლაბორატორიული ანალიზი. მიღებული ღვინო გადადის საჭირო ტემპერატურის მქონე სამაცივრე განყოფილებაში და ინახება შუშის ჭურჭელში.

ჩვენი სურვილია შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და შემდეგ თაობას გადავცეთ უსახელოურის ისტორია.

ჩვენი გუნდი

დავით თევზაძე
დავით თევზაძე
დამფუძნებელი
მიხეილ თევზაძე
მიხეილ თევზაძე
გენერალური მენეჯერი
სიმონ ორმოცაძე
სიმონ ორმოცაძე
მარკეტინგის მენეჯერი