Sale!

ღვინო – ცოლიკოური

Original price was: 45.00 ₾.Current price is: 40.00 ₾.

100%-ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული ღვინო 2022 წლის მოსავლიდან.

მიწოდება 50 ლარის ზემოთ.

  • Check Mark Delivery location: Batumi
  • Check Mark მიწოდების ვადა: 1 სამუშაო დღე
  • Check Mark შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით: +995579102060
გადახდის მეთოდები
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express

აღწერა

ცოლიკოური, ობჩური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, ქვემოური ცოლიკოური, ცოლიკოური კოხიძის — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ძველად ცოლიკოური „ობჩურის“ სახელწოდებითაც გახლდათ ცნობილი, რადგან ძირითადად ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში იყო გავრცელებული. გადმოცემის თანახმად, ცოლიკოური პირველად ობჩელ მევენახე მელქოს გაუვრცელებია და ამიტომ „მელქოს ცოლიკოურის“ სახელწოდებაც მიუღია.:

ცოლიკოურს დაკავებული ფართობის მიხედვით რქაწითლის შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს საქართველოში. საბჭოთა კავშირის დროს იგი მოაშენეს უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანშ-სომხეთში, შუა აზიის რესპუბლიკებში და მის ნარგავებს გავრცელებული ფართობის მიხედვიო რქაწითლის შემდეგ იქაც პირველი ადგილი ეჭირა (9461,5 ჰექტ.)

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, გვხვდება ხუთნაკვთიანი ან სრულიად დაუნაკვთავი ფოთლებიც. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან განივკონუსური, ხშირად მხრიანი, განტოტვილი ან უფორმო, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ფერის, მზის მხრიდან ყავისფერი ლაქებით. რბილობი წვნიანი და ხორციანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ცოლიკოური საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 184-193 დღეა. დასავლეთ საქართველოში ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. მტევნის საშუალო წონა 150-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 7.0-11.0 ტონას აჭარბებს. ცოლიკოური ადვილად ეგუება გარემო ეკოლოგიურ პირობებს. კარგად იტანს მშრალ ტენიან, მთიან და ვაკე ადგილებს, რითიც აიხსნება ამ ჯიშის მასობრივი გავრცელება. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-25%-ს, მჟავიანობა — 7.5-9.5 გ/ლ-ს.

მისი ყურძნისგან მზადდება ადგილობრივი და ევროპული ტიპის მაღალხარისხიანი თეთრი მშრალი სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ცქრიალა ღვინოები, საუკეთესო ღირსების საბრენდე სპირტი, ჭაჭა, ბადაგი და ფელამუში.

You may also like…