აღწერა
უსახელოური, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშია, რომლისგანაც მზადდება მაღალი ხარისხის, ბუნებრივად ნახევრადტკბილი, სუფრის წითელი ღვინო. გავრცელებულია მხოლოდ ცაგერის რაიონში, ოყურეში-ზუბის მიკროზონაში, რომელიც მდებარეობს მცირედ დაქანებულ ფერდობზე. მისგან მზადდება განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული, სასიამოვნო არომატის, ბროწულისფერი შეფერილობის ღვინო.
უსახელოური გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატით, კენკროვანი ხილის ხავერდოვანი ტონებით, რაც იგრძნობა მის სასიამოვნო სიტკბოსა და რბილ გემოში. იგი სრულიად განსხვავებულია სხვა წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებისგან. ზუსტად შეფერვა, გემური თვისებები და ღვინის ორგანოლეპტიური მახასიათებლები განაპირობებს მის უნიკალურობას.