მეღვინეობა თევზაძე - ღვინო უსახელოური 2018

ღვინო უსახელოური 2018

ღვინო უსახელოური 2018

150.00

უსახელოური – გაფილტრული, წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო. ალუბლისფერი შეფერილობის ღვინოს დაჰკრავს მთის კენკრის, მაყვალის, იისა და მოცვის გემო, აქვს შინაარსიანი და ხავერდოვანი, განუმეორებელი, გამყოლი გემო. ალკოჰოლი: 12,5%

კოდი: 001 კატეგორია: თეგები: , , პროდუქტის კოდი: 1199

აღწერა

უსახელოური, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშია, რომლისგანაც მზადდება მაღალი ხარისხის, ბუნებრივად ნახევრადტკბილი, სუფრის წითელი ღვინო. გავრცელებულია მხოლოდ ცაგერის რაიონში, ოყურეში-ზუბის მიკროზონაში, რომელიც მდებარეობს მცირედ დაქანებულ ფერდობზე. მისგან მზადდება განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული, სასიამოვნო არომატის, ბროწულისფერი შეფერილობის ღვინო.

უსახელოური გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატით, კენკროვანი ხილის ხავერდოვანი ტონებით, რაც იგრძნობა მის სასიამოვნო სიტკბოსა და რბილ გემოში. იგი სრულიად განსხვავებულია სხვა წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებისგან. ზუსტად შეფერვა, გემური თვისებები და ღვინის ორგანოლეპტიური მახასიათებლები განაპირობებს მის უნიკალურობას.