ღვინო უსახელოური 2018 – გაუფილტრავი
150.00 ₾
უსახელოური – გაუფილტრავი, წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო 0.75 ლიტრი. ალუბლისფერი შეფერილობის ღვინოს დაჰკრავს მთის კენკრის, მაყვალის, იისა და მოცვის გემო, აქვს შინაარსიანი და ხავერდოვანი, განუმეორებელი, გამყოლი გემო. ალკოჰოლი: 12,5%
მიწოდება 50 ლარის ზემოთ.
- მიწოდების ლოკაცია: ქ. ბათუმი
- მიწოდების ვადა: 1 სამუშაო დღე
- შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით: +995579102060
აღწერა
უსახელოური, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშია, რომლისგანაც მზადდება მაღალი ხარისხის, ბუნებრივად ნახევრადტკბილი, სუფრის წითელი ღვინო. გავრცელებულია მხოლოდ ცაგერის რაიონში, ოყურეში-ზუბის მიკროზონაში, რომელიც მდებარეობს მცირედ დაქანებულ ფერდობზე. მისგან მზადდება განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული, სასიამოვნო არომატის, ბროწულისფერი შეფერილობის ღვინო.
უსახელოური გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატით, კენკროვანი ხილის ხავერდოვანი ტონებით, რაც იგრძნობა მის სასიამოვნო სიტკბოსა და რბილ გემოში. იგი სრულიად განსხვავებულია სხვა წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებისგან. ზუსტად შეფერვა, გემური თვისებები და ღვინის ორგანოლეპტიური მახასიათებლები განაპირობებს მის უნიკალურობას.